მაროტა აპირებს გაარკვიოს, აქვს თუ არა ინძაგის ინტერის ფეხბურთელების ნდობა
მაროტა აპირებს გაარკვიოს, აქვს თუ არა ინძაგის ინტერის ფეხბურთელების ნდობა.
მილანის ინტერის აღმასრულებელ დირექტორს ჯუზეპე მაროტას სურს გაარკვიოს, დაკარგა თუ არა მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ფეხბურთელების ნდობა. Tuttosport-ის ცნობით, სანაკრებო შესვენების შემდეგ, ნერაძურის აღმასრულებელი დირექტორი მოლაპარაკებებს გამართავს კლუბის მთავარ მოთამაშეებთან, რათა მათ აზრი ჰკითხონ ინძაგიზე.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 7 ტურის შემდეგ ინტერი სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა. გუნდმა სეზონის სტარტზე ჩემპიონატში უკვე სამი მატჩის წაგება მოახერხა. გასულ ტურში ინძაგის ბიჭები უდინეზესთან 1:3 დამარცხდნენ.