მარკუს ტურამი ინტერში სამედიცინო შემოწმებას გადის
მარკუს ტურამი ინტერში სამედიცინო შემოწმებას გადის.
თავდამსხმელი მარკუს ტურამი “ინტერში” სამედიცინო გამოკვლევისთვის ჩავიდა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი იტალიურ გუნდთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
შეგახსენებთ, რომ ტურამმა მანამდე უარი თქვა მილანსა და პსჟ-ს შეთავაზებებზე და მან აირჩია ინტერი. ნერაძურის შეთავაზება ფრანგსთვის ფინანსურადაც და სპორტულადაც მისაღბია.
ტურამი გერმანიაში თამაშობდა მენჰენგლადბახის ბორუსიაში. 2022/23 წლების სეზონში მან გუნდში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. თავდამსხმელის კონტრაქტი კლუბთან 2023 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.