მარკო არნაუტოვიჩი ინტერის ფეხბურთელია


მარკო არნაუტოვიჩი ინტერის ფეხბურთელია.
“ინტერმა” ბოლონიის თავდამსხმელის მარკო არნაუტოვიჩის იჯარის შესახებ გამოაცხადა.
ნერაძურების პრესსამსახური არ ავრცელებს შეთანხმების პირობებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კლუბს აქვს 34 წლის ავსტრიელთან კონტრაქტის გამოსყიდვის შესაძლებლობა გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
ფორვარდი ინტერში 13 წლის შემდეგ დაბრუნდა. 2009/10 წლების სეზონში არნაუტოვიჩი “ნერაძურში” იჯარით თამაშობდა. მან კლუბში 3 მატჩი ჩაატარა და მილანელთა შემადგენლობაში ტრებლი მოიგო.
გასულ სეზონში თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.