მანჩესტერ სიტის თავდამსხმელი შესაძლოა ინტერში გადავიდეს
მანჩესტერ სიტის თავდამსხმელი შესაძლოა ინტერში გადავიდეს.
არგენტინელ თავდამსხმელს, ხულიან ალვარესს, რომლის უფლებებსაც მანჩესტერ სიტი ფლობს, შეუძლია ნისლიანი ალბიონიდან იტალიაში გადაინაცვლოს. Goal.com-ის ცნობით, მსოფლიო ჩემპიონის მომსახურებით მილანის ინტერია დაინტერესებული.
ნერაძურები 23 წლის სამხრეთამერიკელს ბელგიელი რომელ ლუკაკუს ალტერნატივად განიხილავენ, რომლის სესხი არ განახლდება.
ხულიანის კონტრაქტი “მოქალაქეებთან” 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
ალვარესმა ინგლისის პრემიერ ლიგაში მიმდინარე სეზონში 19 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.