“მანჩესტერ სიტი” ინტერის მცველითაა დაინტერესებული
“მანჩესტერ სიტი” ინტერის მცველითაა დაინტერესებული.
ინტერის მცველი ფედერიკო დიმარკო მანჩესტერ სიტის სამიზნეა. 90 წუთი მოგვითხრობს ამის შესახებ. ქალაქელებმა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში სცადოს 25 წლის იტალიელის შეძენა.
აღსანიშნავია, რომ სეზონის ბოლოს ფედერიკო დიმარკოს გაყიდვით შესაძლოა ინტერი დაინტერესდეს. მილანურ კლუბს ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ფეხბურთელების გაყიდვა დასჭირდება.
ფედერიკო დიმარკო 25 წლისაა. ავტორიტეტული პორტალი transfermarkt-ის ექსპერტები მცველს 25 მილიონ ევროდ აფასებენ.
ფედერიკო დიმარკომ ინტერის მაისურით 77 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.