მანჩესტერ იუნაიტედსა და ინტერს შეუძლიათ მოთამაშეების გაცვლა

 მანჩესტერ იუნაიტედსა და ინტერს შეუძლიათ მოთამაშეების გაცვლა
Digiqole Ad

მანჩესტერ იუნაიტედსა და ინტერს შეუძლიათ მოთამაშეების გაცვლა.

Football Insider-ის ცნობით, მილანის ინტერსა და მანჩესტერ იუნაიტედს შეუძლიათ ფეხბურთელების გაცვლა. „წითელი ეშმაკები“ ჰოლანდიელი გარემარბის, დენზელ დუმფრისის შეძენით არიან დაინტერესებული.

გარიგების ფარგლებში მანკუნიელები მზად არიან შესთავაზონ ნერაძურებს თავიანთი მცველი ვიქტორ ლინდელოფი. “იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰეგი დუმფრისით არის დაინტერესებული. თავის მხრივ, ინტერი არ არის წინააღმდეგი ლინდელოფით გაძლიერდეს. გაცვლა შეიძლება ორმხრივად მომგებიანი აღმოჩნდეს ორივე კლუბისთვის.

ამ სეზონში დუმფრისმა სერია A-ში 23 მატჩი ჩაატარა, გაიტანა გოლი და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. ლინდელოფი პრემიერ ლიგის ცხრა მატჩში ითამაშა.