“მანჩესტერ იუნაიტედს” დე ვრის უფასოდ შეძენა სურს
“მანჩესტერ იუნაიტედს” დე ვრის უფასოდ შეძენა სურს.
ინტერის მცველმა სტეფან დე ვრიმ შესაძლოა კარიერა მანჩესტერ იუნაიტედში გააგრძელოს, იტყობინება TEAMTalk. კლუბს შეუძლია ფეხბურთელის შეძენა თავისუფალი აგენტის სტატუსით.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინტერმა 30 წლის ჰოლანდიელ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება დაიწყო.
ზაფხულში დე ვრის მოქმედი კონტრაქტი ეწურება და მას შეუძლია სხვა კლუბში უფასო ტრანსფერით წასვლა. ფეხბურთელით აქტიურად არიან დაინტერესებული ტოტენჰემი, სევილია და ატლეტიკო.
პორტალი Transfermarkt მცველის ღირებულებას 15 მილიონ ევროდ აფასებს. დე ვრიიმ ამ სეზონში სერია A-ში 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.