“მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერის მეკარე ონანის აგენტს შეხვდა

 “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერის მეკარე ონანის აგენტს შეხვდა
Digiqole Ad

“მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერის მეკარე ონანის აგენტს შეხვდა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” მოლაპარაკებებს აწარმოებს “ინტერის” მეკარის, ანდრე ონანის შესაძენად, იტყობინება ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ცნობით, 22 ივნისს ინგლისური კლუბის წარმომადგენლებმა 27 წლის კამერუნელი კიპერის აგენტთან შეხვედრა გამართეს. ინტერი არ აპირებს მეკარის გაშვებას 50 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად პოტენციური ბონუსების გათვალისწინების გარეშე.

წითელი ეშმაკები ონანს დავიდ დე ხეას შემცვლელად უყურებენ, თუ ესპანელი გუნდს ამ ზაფხულს დატოვებს.

ონანა ინტერში 2022 წლის ივლისიდან ასპარეზობს. 2022/23 სეზონში მეკარემ 41 მატჩში 36 გოლი გაუშვა, 19ჯერ კარი მშრალად შეინახა.

ფეხბურთელის კონტრაქტი ძალაშია 2027 წლის ივნისის ბოლომდე, Transfermarkt.com კამერუნელის ღირებულებას 35 მილიონ ევროდ აფასებს.