მადრიდის “რეალი” დენზელ დუმფრისს აკვირდება
მადრიდის “რეალი” დენზელ დუმფრისს აკვირდება.
ესპანური გიგანტი “რეალი” დანი კარვახალის შემცვლელად “ინტერის” მცველის, დენზელ დუმფრისის შეძენას განიხილავს.
ამის შესახებ ესპანური გამოცემა Fichajes-ი იტყობინება, რომ რეალის მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კლუბს ახალი მარჯვენა მცველის შეძენა სთხოვა და რომ დუმფრისი მათ სიაში იქნება.
PSV-ს ყოფილი მცველი არის არის ინტერიში დარჩნის რეალური კანდიდატი და საბარაუდოდ ის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გაიყიდება.
25 წლის ჰოლანდიელის მიმართ ინტერესი პრემიერ ლიგის რამდენიმე გუნდმა უკვე გამოიჩინა, მაგრამ მადრიდის “რეალი” შესაძლოა მზად იყოს შეუერთდეს ინგლისურ კლუბებს “ნერაძურის” ფლანგბეკის მოლაპარაკებებში, იტყობინება Fichajes-ი.
ესპანური გამოცემა იუწყება, რომ მწვრთნელი ანჩელოტი დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერების აუცილებლობას ხედავს, რადგან კარვახალს საიმედოდ აღარ თვლის.
ესპანური მედიის ცნობით, მადრიდის “რეალი” მზად იქნება სცადოს დუმფრისის ესპანეთის დედაქალაქში ჩამოყვანა.