ლუკაკუს წარმომადგენელი ინტერის ხელმძღვანელობას შეხვდება

 ლუკაკუს წარმომადგენელი ინტერის ხელმძღვანელობას შეხვდება
Digiqole Ad

ლუკაკუს წარმომადგენელი ინტერის ხელმძღვანელობას შეხვდება.

სებასტიენ ლედურე, ლუკაკუს სანდო ადვოკატი, რომელიც წარმოადგენს ჩელსის თავდამსხმელს რომელუ ლუკაკუს, ამ კვირაში მილანს ეწვევა. ინსაიდერის ნიკოლო შირას თქმით, ის ინტერის ხელმძღვანელობას შეხვდება.

29 წლის თავდამსხმელის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2026 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

მიმდინარე სეზონში ლუკაკუმ ჩელსის მაისურით 41 მატჩში 14 გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკაკუს ზაფხულში ინგლისის დატოვება სურს და მისით ინტერი და მილანი ინტერესდებიან. თუმცა თავად ბელგიელისთვის მთვარი მიზანი ინტერში დაბრუნებაა.