ლუკაკუს სურს ანაზღაურების შემცირება და ინტერში დარჩენა
ლუკაკუს სურს ანაზღაურების შემცირება და ინტერში დარჩენა.
ჩელსის თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ მზადაა ხელფასი შეიმციროს მილანის ინტერში კიდევ ერთი სეზონის გასატარებლად. ამის შესახებ The Athletic იტყობინება.
წყაროს ცნობით, ლუკაკუმ უკვე გამორიცხა ჩელსიში დაბრუნება. ფეხბურთელს ლონდონის გუნდში თამაში არ აინტერესებს, მიუხედავად მწვრთნელის შეცვლისა. რომელუს ინტერში დარჩენა სურს, სადაც მან 2022/23 წლების სეზონი იჯარით გაატარა და იტალიის თასი მოიგო.
მანამდე ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუკაკუს მომსახურებით საუდის არაბეთის ალ-ჰილალია დაინტერესებული, რომელიც მზადაა ბელგიელს წელიწადში 50 მილიონი ევრო გადაუხადოს.