Cancel Preloader

ლუკაკუს “ინტერში” ტრანსფერის ფასი და ხელფასი ცნობილი გახდა

 ლუკაკუს “ინტერში” ტრანსფერის ფასი და ხელფასი ცნობილი გახდა
Digiqole Ad

ლუკაკუს “ინტერში” ტრანსფერის ფასი და ხელფასი ცნობილი გახდა.

ჩელსის თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ იტალიის ლიგაში გადადის. ბელგიელი თავდამსხმელი მილანის ინტერში იჯარით შეუერთდება, იტყობინება სოციალური ქსელის ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.

ჟურნალისტის თქმით, თავდამსხმელის ტრანსფერი ნერაძურს 8 მილიონი ევრო დაუჯდება, კიდევ ოთხი მილიონი ბონუსად არის გათვალისწინებული. რომელუს ხელფასი მილანში წელიწადში 8 მილიონი იქნება. ხელშეკრულება არ შეიცავს პუნქტს შესაძლო გამოსყიდვის შესახებ.

ჩელსიში გადასვლამდე ლუკაკუ ინტერში თამაშობდა. გასულ სეზონში მან 44 მატჩში 15 გოლი გაიტანა.