ლუკაკუს იჯარისთვის ჩელსი 10 მილიონ ფუნტს ითხოვს

 ლუკაკუს იჯარისთვის ჩელსი 10 მილიონ ფუნტს ითხოვს
სმარტუნიონი

ლუკაკუს იჯარისთვის ჩელსი 10 მილიონ ფუნტს ითხოვს.

ჩელსი მზადაა, რომელუ ლუკაკუ ინტერში იჯარით გაუშვას. ამ ინფორმაციას გამოცემა Goal-ის ბრიტანული განყოფილება ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეები აქტიურად აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ლუკაკუსთვის ჩელსიმ 10 მილიონი ფუნტი მოითხოვა. ინტერი ბრიტანულ ვალუტაში “მხოლოდ” 7 მილიონს აძლევს.

თავად ლუკაკუს სურს ინტერში დაბრუნება. ფეხბურთელმა სურვილი უკვე გამოუცხადა ჩელსის ახალ ხელმძღვანელობას.

ფორვარდმა ფრანგულ პსჟ-ზე უარი თქვა. ამის შესახებ იტალიური პრესა წერს. წყაროს ცნობით, ლუკაკუ მილანის ინტერში დაბრუნებას გადაწყვეტილი აქვს. სხვა კლუბები მას საერთოდ არ აინტერესებთ.

ბოლოს დამატებული პოსტები