ლუკაკუს დაბრუნება ისევ გადაიდო

 ლუკაკუს დაბრუნება ისევ გადაიდო
Digiqole Ad

ლუკაკუს დაბრუნება ისევ გადაიდო.

რომელუ ლუკაკუს გამოჯანმრთელება ისე სწრაფად არ მიდის, როგორც ინტერის გულშემატკივრებს სურთ.

კვირის დასაწყისში იტალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელგიელი მოედანზე დაბრუნებას აპირებდა და დიდი ალბათობით შეძლებს სერია A-ს შემდეგ მატჩში რომას წინააღმდეგ თამაში.

La Gazzetta dello Sport-ის განახლებული ინფორმაციით, ვითარება გარკვეულწილად უარესია. ლუკაკუს მონაწილეობა რომაელებთან შეხვედრაში ახლა ნაკლებად სავარაუდოა, გარდა ამისა, 29 წლის თავდამსხმელმა შესაძლოა გამოტოვოს მატჩი ბარსელონას წინააღმდეგ.

1 ოქტომბერს ნერაძური რომას უმასპინძლებს. ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩი ბარსელონას წინააღმდეგ სამი დღის შემდეგ გაიმართება.