ლუკაკუმ ახალი სეზონის საკუთარი მიზანი დაასახელა

 ლუკაკუმ ახალი სეზონის საკუთარი მიზანი დაასახელა
Digiqole Ad

ლუკაკუმ ახალი სეზონის საკუთრი მიზანი დაასახელა.

ინტერის ბელგიელმა თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ მომავალ სეზონში ბევრი გოლის გატანა გადაწყვიტა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, 29 წლის ბელგიელი ახალი სეზონისთვის ძალიან სერიოზულად ემზადება. თავდამსხმელი სარდინიაში ვარჯიშობს ანდრე ონანასთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ლუკაკუმ ინტერის მთავარ მწვრთნელ სიმონე ინდაძგისთან საუბარში განაცხადა, რომ მოტივირებული იყო უკეთესი გამხდარიყო და სეზონში მინიმუმ 30 გოლი გაიტანოს.

გასულ სეზონში რომელუ ლუკაკუმ ჩელსის შემადგენლობაში 26 მატჩი ჩაატარა ლიგაში და 8 გოლი გაიტანა.