ლუკაკუმ აცნობა პოჩეტინოს სად სურს თამაში
![ლუკაკუმ აცნობა პოჩეტინოს სად სურს თამაში](https://intermilano.ge/wp-content/uploads/2022/04/lukaku_XL.jpg)
![Digiqole Ad](https://intermilano.ge/wp-content/uploads/2024/03/ads-24-v1.gif)
ლუკაკუმ აცნობა პოჩეტინოს სად სურს თამაში.
თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ უკვე უთხრა ჩელსის ახალ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს, სად სურს თამაში მომავალ სეზონში. პორტალის Goal-ის ცნობით, 30 წლის ბელგიელმა პოჩეტინოს უთხრა, რომ მას ინტერში თამაშის გაგრძელება სურს.
ინტერში ლუკაკუ იჯარით თამაშობს. ბელგიელი თავდამსხმელის კონტრაქტი ჩელსის ეკუთვნის. მანამდე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოჩეტინოს ლუკაკუს გუნდში ყოლა სურს.
შეგახსენებთ, რომ 2022/2023 წლების სეზონში რომელუ ლუკაკუმ ინტერში 36 მატჩი ჩაატარა. მათში ბელგიელმა 14 გოლი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა გაუკეთა პარტნიორებს.