ლუკაკუ “ვიქტორიასთან” მატჩის განაცხადში მოხვდება


ლუკაკუ “ვიქტორიასთან” მატჩის განაცხადში მოხვდება.
მილანის ინტერის თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ თავისი გუნდის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში ვიქტორია პილზენთან მოხვდება. ამის შესახებ იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport იტყობინება.
შეგახსენებთ, რომ სეზონის დასაწყისშივე ლუკაკუმ ტრავმა მიიღო, რის გამოც იძულებული გახდა რამდენიმე კვირა გამოეტოვებინა. წყაროს ცნობით, ბელგიელმა ტრავმა უკვე მოირჩინა და ახლა მოედანზე გამოსასვლელად მზადაა.
ვიქტორიასთან გამარჯვება მილანის ინტერს ჯგუფიდან გასვლის გარანტია იქნება. კატალონიური “ბარსელონა” ამ შემთხვევაში ევროპა ლიგაზე გავა.
ლუკაკუს სეზონის სტარტზე იტალიის სერია A-ში ჯერჯერობით ერთი გოლი აქვს.