ლუკაკუ სამედიცინო შემოწმებას ელოდება
ლუკაკუ სამედიცინო შემოწმებას ელოდება.
პარასკევს დილით რომელუ ლუკაკუ სამედიცინო შემოწმებას გაივლის. თუ შედეგი კარგი იქნება, ბელგიელი თავდამსხმელი ინტერის ვარჯიშში მიიღებს მონაწილეობას. Sky Sports Italia-ს ცნობით, ამ სცენარით, ლუკაკუ შეძლებს მონაწილეობა მიიღოს სერია A-ს შემდეგ თამაშში სალერნიტანას წინააღმდეგ.
ინტერი ასევე იმედოვნებს, რომ პარასკევის ვარჯიშში მონაწილეობას კიდევ ერთი თავდამსხმელი, ხოაკინ კორეა მიიღებს.
გაითვალისწინეთ, რომ რომელუ ლუკაკუ ბოლოს 26 აგვისტოს ითამაშა, ხოაკინ კორეა კი ლაზარეთში გასულ კვირას მოხვდა.