ლუკაკუ მომავალ სეზონში ინტერში არ დარჩება

 ლუკაკუ მომავალ სეზონში ინტერში არ დარჩება
Digiqole Ad

ლუკაკუ მომავალ სეზონში ინტერში არ დარჩება.

მილანის “ინტერის” თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ, სავარაუდოდ, მომავალ სეზონში გუნდში არ დარჩება. ხელმძღვანელობა იმედგაცრუებულია ბელგიელის დამღუპველი თამაშით, რომელმაც მიმდინარე სეზონში სერია A-ში მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა.

Il Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ლონდონის ჩელსიდან იჯარით აყვანილი ფეხბურთელი, სავარაუდოდ, მომავალში სტემფორდ ბრიჯზე დაბრუნდება. ჯერჯერობით უცნობია, რა გეგმები აქვთ ბელგიელისთვის “პენსიონერთა” მფლობელებს.

შეგახსენებთ, რომ ლუკაკუ ტრანსფერი ინტერიდან ჩელსის 2021 წლის ზაფხულში 113 მილიონი ევრო დაუჯდა. ენცო ფერნანდესის ტრანსფერამდე ბელგიელი “პენსიონერთა” ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იყო.