ლუკაკუ მინიმუმ სამ მატჩს გამოტოვებს

 ლუკაკუ მინიმუმ სამ მატჩს გამოტოვებს
Digiqole Ad

ლუკაკუ მინიმუმ სამ მატჩს გამოტოვებს.

წინა კვირის დასასრული მილანის “ინტერისთვის” უიღბლო გამოდგა, გუნდმა ამ სეზონში პირველი მარცხი განიცადა, რომის “ლაციოსთან” დამარცხდა და ასევე დაკარგა ვარსკვლავი ბელგიელი თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ.

დღეს გაირკვა, რომ მას საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის გამოტოვება მოუწევდა – მინიმუმ თხუთმეტი დღე. ლუკაკუ მოედანზე 13 სექტემბერს, ვიქტორია პლზენთან უნდა დაბრუნდეს, თუმცა მანამდე ის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩებს გამოტოვებს – ეს არის შეხვედრა მილანთან, ეს არის თამაში კრემონეზესთან, ასევე ბაიერნთან შეხვედრა. ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური.