ლუკაკუ: “მე ისევ დავბრუნდი სახლში”

 ლუკაკუ: “მე ისევ დავბრუნდი სახლში”
Digiqole Ad

ლუკაკუ: “მე ისევ დავბრუნდი სახლში”

ბელგიელმა თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ ინტერში დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა. მილანურმა კლუბმა ფორვარდი ლონდონელებისთვის 113 მილიონ ევროდ გაყიდვიდან ერთ წელზე ნაკლებ დროში იჯარით გაიფორმა ჩელსიდან.

ემოციები ძლიერია, ერთი წლის წინ ამ გუნდთან ერთად დიდი მოვლენა განვიცადე. “ინტერმა” ბევრი რამ მომცა და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო უკეთესს გავაკეთებ, ვიდრე წინა ჯერზე. მე სახლში დავბრუნდი. მილანში მე და ჩემი ოჯახი ძალიან კარგად ვგრძნობდით თავს სხვა ადამიანების, გულშემატკივრების, პარტნიორების დამოკიდებულების წყალობით. პირველივე დღიდან ყველა ცდილობდა ჩემს დახმარებას.

რომელუ ლუკაკუ

რამ მოგხიბლა ინტერში დაბრუნებამ?

ვნებიანი გულშემატკივრები, პარტნიორები და ჩვენს მწვრთნელთან მუშაობის შანსი. ჩვენ მთელი სეზონის განმავლობაში ვინარჩუნებდით კავშირს. ვფიქრობ, მწვრთნელი კარგ საქმეს აკეთებს და მსურს ჩემი წვლილი შევიტანო გუნდიშ წარმატებებში. გასულ სეზონში გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. სამწუხაროა, რომ სკუდეტო ვერ აიღეს, მაგრამ მათ ორი მნიშვნელოვანი თასი მოიგო. იგივე სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ.

რომელუ ლუკაკუ

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს პარტნიორს. დაბრუნება მინდოდა, მაგრამ ამ ტრანსფერის გაკეთებასაც მთხოვდნენ. ისინი ჩემთვის ოჯახივით არიან, ძმებივით. ყოველდღე ვეცდები მაქსიმალურად გავახარო გულშემატკივრები და პარტნიორები.

რომელუ ლუკაკუ

ნერაძურის პრესსამსახურის ცნობით, ბომბარდირმა 90 ნომერი აიღო. ინტერში პირველი ჩასვლისას ლუკაკუ ეცვა 9 ნომერი, რომელსაც ახლა ბოსნიელი ედინ ჯეკო იკავებს.