ლუკაკუ ინტერის ლაზარეთში აღმოჩნდა
ლუკაკუ ინტერის ლაზარეთში აღმოჩნდა.
ფორვარდი რომელუ ლუკაკუ “ინტერის” ლაზარეთში აღმოჩნდა – ბელგიელმა მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო. უახლოეს მომავალში ფეხბურთელი ჩაუტარდება ღრმა სამედიცინო შემოწმებას, მაგრამ ის აუცილებლად გამოტოვებს სერია A-ს მომდევნო მატჩს კრემონეზესთან (30 აგვისტო).
თუ ტრავმა საკმარისად სერიოზული აღმოჩნდება, რომელუ ლუკაკუ რისკავს ინტერის ორი დიდი მატჩის გამოტოვებას – მილანის წინააღმდეგ ჩემპიონატში (3 სექტემბერი) და ბაიერნის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე (7 სექტემბერი).
რომელუ ლუკაკუ “ინტერში” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში დაბრუნდა. 2022/2023 წლების სეზონის სამ მატჩში ბელგიელმა ერთი გოლის გატანა შეძლო.