ლუკაკუ: ” ერთადერთი რამ რაც ახლა მადარდებს არის ინტერი”
ლუკაკუ: ” ერთადერთი რამ რაც ახლა მადარდებს არის ინტერი”
ინტერის თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ სერია A-ს 34-ე ტურის მატჩში რომასთან გამარჯვება (2:0) კომენტარი გააკეთა.
ძალიან კმაყოფილი ვარ მთელი გუნდის თამაშით, ჩვენ უმაღლეს დონეს ვაღწევთ. ჩვენ უბრალოდ უნდა გავაგრძელოთ განვითარება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ყველასთვის. ჩვენ ვიცით ჩვენი ძლიერი მხარე და უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა მოწინააღმდეგის დასაზიანებლად. ახლა უნდა დავისვენოთ და “მილანთან” მატჩისთვის მზადება დავიწყოთ.
რომელუ ლუკაკუ
ინტერი ჩემთვის ახლა ყველაზე მთავარია. ერთადერთი, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილო, არის გუნდის დახმარება.
რომელუ ლუკაკუ
ინტერმა სერია A-ში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, 63 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეოთხეა.