ლუკაკუ დიეტაზე დასვეს

 ლუკაკუ დიეტაზე დასვეს
სმარტუნიონი

ლუკაკუ დიეტაზე დასვეს.

რომელუ ლუკაკუ “ინტერში” ჭარბწონიანი დაბრუნდა და ახლა კლუბს სურს დაეხმაროს ბელგიელს საუკეთესო ფორმაში დაბრუნებაში. La Gezzetta dello Sport-ის ცნობით, ლუკაკუ ხმელთაშუა ზღვის დიეტაზე იყო. ის ფეხბურთელისთვის შეიმუშავეს მილანური კლუბის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებმა.

აღსანიშნავია, რომ ინტერს სურს რომელუ ლუკაკუმ წონაში 101 კილოგრამამდე დაიკლოს.

შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუს ჩელსიში საუკეთესო სეზონი არ ჰქონდა. ამ ზაფხულს ბელგიელმა თავდამსხმელმა კიდევ ერთხელ მოორგო ინტერის მაისური.

იტალიის სერია A-ში 2022/2023 წლების სეზონი აგვისტოს შუა რიცხვებში იწყება.

ბოლოს დამატებული პოსტები