ლუკაკუ და ბარელა არ დაისჯებიან

ნიკოლო ბარელა

ლუკაკუ და ბარელა არ დაისჯებიან.
“ინტერის” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა არ დაესაჯა გუნდის ფეხბურთელები რომელუ ლუკაკუ და ნიკოლო ბარელა იტალიის ჩემპიონატის 23-ე ტურის “სამპდორიასთან” მატჩში (0:0) შეტაკებისთვის, იუწყება La Gazzetta dello Sport.
მე-40 წუთზე მილანური კლუბის ფეხბურთელებმა უშუალოდ მოედანზე კონფლიქტი მოაწყვეს. ბარელამ ხელები ასწია, რაც თავდამსხმელს არ მოეწონა. ამის შემდეგ ბელგიელმა ნახევარმცველზე ყვირილი და თითის ქნევა დაიწყო.
ლუკაკუმ და ბარელამ ოთხშაბათს ინტერის ვარჯიშზე კლუბის ხელმძღვანელობის წარმომადგენლების თანდასწრებით სიტუაცია განმარტეს.
აღსანიშნავია, რომ ნერაძურის ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არიან ფეხბურთელების საქციელით, მაგრამ არანაირ ზომებს არ მიიღებენ, რადგან კონფლიქტი მოგვარებულია.