ლუკაკუ: “2-0 ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, არის ძალიან კარგი შედეგი”


ლუკაკუ: “2-0 ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ, არის ძალიან კარგი შედეგი”
“ინტერის” თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩში “ბენფიკას” დამარცხების (2:0) შემდეგ ემოციები გააზიარა.
პენალტი მხოლოდ კონცენტრაციის საკითხია. მე არასოდეს მესმის არავის, თანაგუნდელებსაც კი, პენალტის დარტყმამდე. ბედნიერი ვარ, რომ დღეს თანაგუნდელებს დავეხმარე. ჭკვიანური თამაში ვითამაშეთ და მეტი გოლის გატანის შანსი გვქონდა. მაგრამ ასეთ კარგ გუნდთან 2-0 ნამდვილად კარგი შედეგია.
რომელუ ლუკაკუ
განმეორებითი მატჩი ოთხშაბათს, 19 აპრილს, მილანში გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.