ლივერპული მზადაა ბარელას სანაცვლოდ დიდი ფული გადაიხადოს

ნიკოლო ბარელა

ლივერპული მზადაა ბარელას სანაცვლოდ დიდი ფული გადაიხადოს.
ლივერპული ემზადება მილანის ინტერის ნახევარმცველის ნიკოლო ბარელას გადასაბირებლად, რომელიც შესაძლოა ნერაძურიმ ზაფხულში გაყიდოს, თუ გუნდში ფინანსური პრობლემა ვერ მოგვარდა. Daily Mail-ის ცნობით, მერსისაიდელთა გუნდი მზადაა იტალიელისთვის ბევრი ფული დახარჯოს.
ბარელა ლივერპულის მთავარი ალტერნატივაა ჯუდ ბელინგემისთვის, რომლისთვისაც დორტმუნდის ბორუსია ძალიან დიდ კომპენსაციას 150 მილიონი ევროს ოდენობით ითხოვს.
მიმდინარე სეზონში ბარელამ სერია A-ში 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. 26 წლის ნახევარმცველს 3 გოლი აქვს ჩემპიონთა ლიგაზეც, სადაც ინტერი მილანთან ნახევარფინალურ მატჩებს ელოდება.