ლიდსი კონკურენციას უწევს პრემიერ ლიგის სხვა კლუბს ჩალჰანოღლუსთვის

 ლიდსი კონკურენციას უწევს პრემიერ ლიგის სხვა კლუბს ჩალჰანოღლუსთვის
სმარტუნიონი

ლიდსი კონკურენციას უწევს პრემიერ ლიგის სხვა კლუბს ჩალჰანოღლუსთვის.

მილანის “ინტერის” ნახევარმცველით კიდევ ერთი ინგლისური კლუბი დაინტერესდა. Fichajes.net-ის ცნობით, თურქი ნახევარმცველის მომსახურებით ლიდსის გარდა საუთჰემპტონიც არის დაინტერესებული.

შეგახსენებთ, რომ ჩალჰანოღლუ ამჟამად აწარმოებს მოლაპარაკებებს ინტერთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. თურქს “ნერაძურებთან” ხელშეკრულებამდე მხოლოდ წელიწადნახევარი აქვს დარჩენილი. ახალი კონტრაქტით ნახევარმცველს მეტის შოვნა სურს, რაც ინტერისთვის კვლავ პრობლემას წარმოადგენს.

29 წლის ჩალჰანოღლუ მეორე სეზონს ატარებს მილანის ინტერში. ნახევარმცველს ლიგის 23 მატჩში 2 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს. გაითვალისწინეთ, რომ  საუთჰემპტონი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა, ლიდსი კი გადარჩენისთვის იბრძვის.

ბოლოს დამატებული პოსტები