ლიდსი ინტერის თავდამსხმლით დაინტერესდა


ლიდსი ინტერის თავდამსხმლით დაინტერესდა.
ინგლისური კლუბი ეძებს ფეხბურთელს, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ბარსელონაში წასული რაფინია დიასი. Gazzeta dello Sport-ის ცნობით, კორეა ამ როლის ერთ-ერთი კანდიდატია.
აღსანიშნავია, რომ ინტერი ნაკლებად სავარაუდოა, რომ თავდამსხმელს 25 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად გაათავისუფლებს. ლიდსის გარდა თავდამსხმელის მიმართ ინტერესს ნიუკასლი და არსენალიც იჩენენ.
ფეხბურთელს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი სამ წელიწადში ეწურება.
გასულ სეზონში კორეამ სერია A-ში 26 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.