ლევერკუზენის ბაიერი ინტერის ნახევარმცველის შეძენას გეგმავს
ლევერკუზენის ბაიერი ინტერის ნახევარმცველის შეძენას გეგმავს
ინტერის ნახევარმცველი რობინ გოსენსი ლევერკუზენის ბაიერში გადასვლასთან ახლოსაა.
გერმანული კლუბის წარმომადგენლები უკვე ჩავიდნენ მილანში გარიგების დასასრულებლად. როგორც ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, ბაიერი 28 წლის გერმანელის გამოსყიდვის ვალდებულებით დაქირავებას აპირებს. იჯარის ღირებულება 2 მილიონ ევროდ არის შეფასებული, ხოლო ფეხბურთელის სრულფასოვანი ტრანსფერი ლევერკუზენელებს 28 მილიონი დაუჯდებათ.
რობინ გოსენსმა ინტერში 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ერთი გატანილი გოლისა და ერთი საგოლე გადაცემის ავტორი გახდა. იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ნახევარმცველი მოედანზე სამჯერ გამოვიდა.