ლაციომ ინტერის ნახევარმცველს შეთვაზება გაუკეთა
ლაციომ ინტერის ნახევარმცველს შეთვაზება გაუკეთა.
მილანის ინტერის ნახევარმცველი მატიას ვესინო, რომელიც ამ სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს, შესაძლოა კარიერა სხვა იტალიურ გუნდში გააგრძელოს.
სოციალური მედიის ინსაიდერის ნიკოლო შირას ინფორმაციით, რომან ლაციო 30 წლის ურუგვაელი ფეხბურთელის შეძენით არის დაინტერესებული. არწივებმა უკვე შესთავაზეს ფეხბურთელს სამწლიანი კონტრაქტი წლიური ანაზღაურებით 1,8 მილიონი ევრო.
მატიასი ნერაძურში 2017 წლიდან თამაშობს. მანამდე ის თამაშობდა ფიორენტინაში, კალიარიში და ემპოლიში.
სერია A-ს მიმდინარე სეზონში ურუგვაელმა 17 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.