ლაუტაროს გამო ინტერი მზადაა დაარღვიოს სახელფასო ზღვარი
ლაუტაროს გამო ინტერი მზადაა დაარღვიოს სახელფასო ზღვარი.
თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა შესაძლოა მალე გაახანგრძლივოს კონტრაქტი ინტერთან, წერს La Gazzetta dello Sport.
წყაროს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელი ახალ ხელშეკრულებას 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმებს. კონტრაქტის მიხედვით, ფეხბურთელის ხელფასი 8 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ამ დროისთვის ის წელიწადში 6 მილიონ ევროს იღებს.
2023/24 წლების სეზონის 15 მატჩში ფეხბურთელმა 14 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.