ლაუტაროს აგენტი: “ლაუტარომ მიიღო შთამბეჭდავი შეთავაზებები ზაფხულში”
ლაუტაროს აგენტი: “ლაუტარომ მიიღო შთამბეჭდავი შეთავაზებები ზაფხულში”
თავდამსხმელის ლაუტარო მარტინესის ინტერესების წარმომადგენელმა ალეხანდრო კამანომ ინტერიდან მისი კლიენტის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.
ზაფხულში პრესაში აქტიურად წერდნენ არგენტინელის სავარაუდო ტრანსფერზე ინგლისურ თუ ესპანურ კლუბში, მაგრამ 25 წლის ფეხბურთელმა ინტერში თამაშის გაგრძელება გადაწყვიტა.
მან მიიღო შთამბეჭდავი და ძალიან მომგებიანი შემოთავაზებები ზაფხულიში, მაგრამ მიხვდა, რომ ჯობდა დარჩენა. მომავალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ახლა ინტერი მძიმე პერიოდებს გადის, მაგრამ ისინი შესანიშნავი გუნდია. არავინ კრძალავს სხვა კლუბების ინტერესს ლაუტაროსადმი, მაგრამ ის არ ცდილობს წასვლას. ახლა ის მთლიანად ინტერზე და მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზეა ორიენტირებული.
ალეხანდრო კამანომ