ლაუტაროს აგენტი: “ახლა მარტინესის მსგავსი თავდამსხმელების დროა”
ალეხანდრო კამანო, ინტერის თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის აგენტმა , აღნიშნა, რომ მისი კლიენტი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია.
მილანის ინტერის თავდამსხმელის, ლაუტარო მარტინესის აგენტმა ისაუბრა მისი კლიენტის განვითარების ტემპზე და შეადარა ისეთ ფორვარდებს, როგორებიც არიან ბენზემა, ლევანდოვსკი და რონალდუ. აგენტის თქმით, არგენტინელი უკვე ჩამოყალიბდა, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი.
ლაუტარო, როგორც ფეხბურთელი, იზრდება. არ დაგვავიწყდეს, რომ საუბარია 24 წლის ფეხბურთელზე, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა საერთაშორისო ასპარეზზე ერთ-ერთ წამყვან თავდამსხმელად.
ალეხანდრო კამანო
ახლა ჩვენ ვხედავთ 35 წელზე მეტი ასაკის თავდამსხმელების რეგრესს, როგორიცაა რონალდო, ბენზემა და ლევანდოვსკი. ახლა ლაუტაროს მსგავსი ფორვარდების დროა.
ტრანსფერს არ ველოდებით და არც ვეძებთ. ლაუტარო ინტერის მოთამაშეა, ის აქ ბედნიერია. მილანი შესანიშნავი ქალაქია. ჩვენი აზრები დაკავშირებულია ამ კლუბთან.
ალეხანდრო კამანო
მიმდინარე სეზონში ლაუტარომ “ინტერის” შემადგენლობაში 45 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, გაიტანა 21 გოლი და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.