ლაუტარო სიტისთან მატჩისთვის ემზადება
ლაუტარო სიტისთან მატჩისთვის ემზადება.
“ინტერის” თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ გასამართი ფინალური მატჩისთვის ემზადება.
სიმონე ინძაგის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინგლისურ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი 10 ივნისს გაიმართება.
რა თქმა უნდა, ვგრძნობ სტრესს, მაგრამ ეს ნორმალურია. ჩვენ უნდა დავტკბეთ მომენტით, რადგან ყოველდღე არ გეძლევათ შესაძლებლობა ითამაშოთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
ლაუტარო მარტინესი
ჩემი მომზადება? მეკარის თამაშის სტილს ვსწავლობ, რათა გავიგო, როგორ ირჩევს ის პოზიციას, როგორ იქცევა ჩაწოდებების დროს და ერთი-ერთზე გასვლების დროს. მნიშვნელოვანია ყველა დეტალის შესწავლა, რათა სწორი გადაწყვეტილება მივიღო წამის მეასედში, როცა დადგება ეს მომენტი.
ლაუტარო მარტინესი