ლაუტარო სერია A-ში ყველაზე პროდუქტიული მოთამაშეა ლეუსთან, ოსიმენთან და კვარაცხელიასთან ერთად

 ლაუტარო სერია A-ში ყველაზე პროდუქტიული მოთამაშეა ლეუსთან, ოსიმენთან და კვარაცხელიასთან ერთად
სმარტუნიონი

ლაუტარო სერია A-ში ყველაზე პროდუქტიული მოთამაშეა ლეუსთან, ოსიმენთან და კვარაცხელიასთან ერთად.

ინტერის თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა იტალიის ჩემპიონატის მატჩებში პროდუქტიული სერია გააგრძელა.

არგენტინელმა მონცას კარში სერია A-ს მატჩის 22-ე წუთზე დალაშქრა. Opta-ს ცნობით, მარტინესს ლიგაში მე-11 ეფექტური ქმედება (რვა გოლი და სამი საგოლე პასი) დაუგროვდა, ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა რეიტინგის ლიდერებს – რაფაელ ლეუს (მილანი), ვიქტორ ოსიმენის და ხვიჩა კვარაცხელიას (ორივე ნაპოლი). ბოლო შვიდ მატჩში ინტერის ფორვარდმა უშუალოდ თავისი გუნდის შვიდ გოლში მიიღო მონაწილეობა (5+2).

ლაუტარო მარტინესი “ნერაძურის” საუკეთესო ბომბარდირია ამ სეზონში სერია A-ში. მან გადაუსწრო ედინ ჯეკოს, რომელმაც შვიდი გოლი გაიტანა.

ბოლოს დამატებული პოსტები