ლაუტარო სერია A-ს ისტორიაში ინტერის მეხუთე საუკეთესო ბომბარდირი გახდა

 ლაუტარო სერია A-ს ისტორიაში ინტერის მეხუთე საუკეთესო ბომბარდირი გახდა
სმარტუნიონი

ლაუტარო სერია A-ს ისტორიაში ინტერის მეხუთე საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ლაუტარო მარტინესმა „ინტერის“ ისტორიაში კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.

„ინტერისა“ და „კალიარის“ დაპირისპირება ლაუტარო მარტინესის სწრაფი გოლით დაიწყო. არგენტინელმა თავდამსხმელმა უკვე მეცხრე წუთზე შეაგდო ბურთი მეტოქის კარში და „ნერაძურის“ წინ გაიყვანა. ესგოლი 28 წლის ფეხბურთელისთვის სერია A-ში „ინტერის“ მაისურით 117-ე აღმოჩნდა.

Opta-ს სტატისტიკის მიხედვით, მარტინესმა სანდრო მაცოლას გადაასწრო და სერია A-ში „ინტერის“ ბომბარდირთა რეიტინგში მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ტოპ-სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ჯუზეპე მეაცა — 197 გოლი
  • ბენიტო ლორენცი — 138 გოლი
  • იშტვან ნიერსი — 133 გოლი
  • ალესანდრო ალტობელი — 128 გოლი
  • ლაუტარო მარტინესი — 117 გოლი

მარტინესი მიმდინარე სეზონშიც აგრძელებს შედეგიან თამაშს და „ინტერის“ ერთ-ერთ უმთავრეს ლიდერად რჩება.

ბოლოს დამატებული პოსტები