ლაუტარო მარტინესმა მომავალი სეზონისთვის კლუბი აირჩია

 ლაუტარო მარტინესმა მომავალი სეზონისთვის კლუბი აირჩია
Digiqole Ad

ლაუტარო მარტინესმა მომავალი სეზონისთვის კლუბი აირჩია.

მილანის ინტერის თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა იტალიურ კლუბში მომავალზე ისაუბრა. მანამდე მედია არგენტინელ თავდამსხმელს სხვა გუნდში გადასვლას უკავშირებდა.

სეზონის დაწყებამდე დაახლოებით ერთი თვე რჩება. კიდევ ერთი წელი ერთად.

ლაუტარო მარტინესი

ეს კომენტარი 24 წლის ფეხბურთელმა მილანური კლუბის სოციალურ ქსელში დატოვა.

მანამდე გავრცელდა ჭორები ლაუტაროს ინგლისის პრემიერ ლიგაში გადასვლაზე, სადაც მის მიმართ ინტერესი ტოტენჰემმა გამოიჩინა.

გასულ სეზონში მარტინესმა ნერაძურის შემადგენლობაში 48 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. არგენტინელს კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.