ლაუტარო მარტინესმა მისი გოლების რაოდენობის შემცირების მიზეზებზე ისაუბრა


ლაუტარო მარტინესმა მისი გოლების რაოდენობის შემცირების მიზეზებზე ისაუბრა.
ინტერის თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა მიმდინარე სეზონში “ნერაძურის” შემადგენლობაში გოლების ნაკლებობის შესახებ ისაუბრა. არგენტინელმა ყველა ტურნირზე 20 მატჩში ექვსი გოლი აქვს გატანილი.
მე ვარ თავდამსხმელი და ვცხოვრობ გოლებით. ბოლო თვეების განმავლობაში ვთამაშობდი საჯარიმო მოედნიდან უფრო შორს, რადგან მინდა დავეხმარო გუნდს წინსვლაში. ამას ვამატებ ჩემს სტილსდა თავს კარგად ვგრძნობ.
მარკუს ტურამი უფრო ცენტრფორვარდად თამაშობს და მოედანზე უფრო მაღლა დგას, ჩვენ ამას არ ვგეგმავდით, მაგრამ ეს მოედანზე სიტუაციის ჩვენებური გაგებით მოდის. გასულ წელს ის ხშირად ჩადიოდა უფრო ღრმად ან გვერდზე გადადიოდა, მაგრამ ახლა მისი ჯერია მეტი გოლი გაიტანოს.
მარკუს ტურამი