ლაუტარო მარტინესმა ინტერთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა
ლაუტარო მარტინესმა ინტერთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.
“ინტერმა” ფორვარდ ლაუტარო მარტინესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, იტყობინება გუნდის პრესსამსახური. ფეხბურთელის კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდეა ძალაში.
26 წლის მარტინესი ინტერში 2018 წლიდან თამაშობს. 2023/24 წლების სეზონში არგენტინელმა მონაწილეობა მიიღო 44 მატჩში, გაიტანა 27 გოლი და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მილანის ინტერის თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს, მე ამაყი და მადლიერი ვარ. მინდა გავაგრძელო ბრძოლა და მოგება, ყოველ თამაშში 100% დავდო და თანაგუნდელებს სწორი მაგალითის მიცემით დავეხმარო კლუბს ტიტულების მოგებაში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამდენი გოლი გავიტანე ინტერის მაისურით, მაგრამ ვაპირებ კიდევ უფრო მეტის გატანას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი ტიტული მოვიგეთ და მეორე ვარსკვლავის მოგება განსაკუთრებით გვეამაყება – ამ მიღწევამ ინტერის ისტორიაში შესვლის საშუალება მოგვცა. განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ყოველ წუთს გვიჭერენ მხარს”
2024/25 წლების სეზონის იტალიის ჩემპიონატი 17 აგვისტოს დაიწყება. პირველ ტურში ინტერი ჯენუას დაუპირისპირდება.