ლაუტარო მარტინესმა ინტერის ლეგენდების შედეგი გაიმეორა.
ლაუტარო მარტინესმა ინტერის ლეგენდების შედეგი გაიმეორა.
შაბათს, იტალიის ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩში ინტერმა ბოლონიასთან ფრედ (2:2) ითამაშა. ნერაძურის თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა თავისი გუნდის ერთ-ერთი გოლი გაიტანა. არგენტინელისთვის ეს გოლი სერია A-ს ამ სეზონში მე-10 იყო.
Opta-ს ცნობით, მარტინესი გახდა მესამე მოთამაშე ინტერის ისტორიაში, რომელმაც სეზონის დასაწყისში იტალიის ლიგის პირველ რვა მატჩში 10 ან მეტი გოლი გაიტანა.
ადრე ეს შედეგი დაფიქსირა ანტონიო ანჯელილომ (1958/1959 სეზონი) და ლეგენდარულმა ჯუზეპე მეაცამ (1935/1936 სეზონი).