ლაუტარო მარტინესი გასული სეზონის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

 ლაუტარო მარტინესი გასული სეზონის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
სმარტუნიონი

ლაუტარო მარტინესი გასული სეზონის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მილანის ინტერის თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა გასული სეზონის აღიარება მიიღო.

ნერაძურის კაპიტანი 2023/2024 წლის Gran Gala del Calcio-ზე საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. არგენტინელი გახდა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი 24 გოლით და დაეხმარა ინტერს მეოცე სკუდეტო მოეგო.

მიმდინარე სეზონში ლაუტარო მარტინესი ჯერ ისეთივე პროდუქტიული არ არის როგორც გასულ წელს. ხუთი გოლით ის იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირთა სიაში მხოლოდ მერვე ადგილს იკავებს.

ბოლოს დამატებული პოსტები