ლაუტარო მარტინესი გახდა ინტერის ყველა დროის საუკეთესო უცხოელი ბომბარდირი
ლაუტარო მარტინესი გახდა ინტერის ყველა დროის საუკეთესო უცხოელი ბომბარდირი.
მარტინესმა ემპოლისთან ერთი გოლი გაიტანა და კლუბის რეკორდების წიგნში შევიდა. ამ გოლით არგენტინელს 134 გოლი დაუგროვდა და ინტერის საუკეთესო უცხოელი მოთამაშე გახდა.
ინტერში გადასვლის შემდეგ მან გაიტანა 107 გოლი სერია A-ში, 8 გოლი კოპა იტალიაში, 16 ევროტურნირებზე და სამი იტალიის სუპერთასზე.