ლაუტარო მარტინესმა დაასახელა კლუბი, სადაც კარიერის გაგრძელება სურს

 ლაუტარო მარტინესმა დაასახელა კლუბი, სადაც კარიერის გაგრძელება სურს
Digiqole Ad

ლაუტარო მარტინესმა დაასახელა კლუბი, სადაც კარიერის გაგრძელება სურს.

ინტერის და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა მომავალზე ისაუბრა.

24 წლის თავდამსხმელმა გამოაცხადა თავისი განზრახვა გააგრძელოს თამაში ინტერის შემადგენლობაში, მიუხედავად არაერთი გამოჩენილი ევროპული კლუბის ინტერესისა.

ჩემი გეგმა ძალიან მკაფიოა: ძალიან მინდა მომავალ სეზონში “ინტერში” დარჩენა. ჯერჯერობით ამაზე არ მილაპარაკია კლუბთან, მაგრამ მინდა გავაგრძელო თამაში ინტერში.

ლაუტარო მარტინესი

არგენტინელის მოქმედი კონტრაქტი მილანურ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. პორტალი Transfermarkt თავდამსხმელს 70 მილიონ ევროდ აფასებს.

მანამდე ფეხბურთელის მიმართ ლონდონის “ჩელსის” მხრიდან დაინტერესების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

გასულ სეზონში მარტინესმა ნერაძურის შემადგენლობაში 49 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.