ლაუტარო მარტინესი სიტისთან მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს
ლაუტარო მარტინესი სიტისთან მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.
მილანის “ინტერის” მეთაური სიმონე ინძაგი სიურპრიზისთვის ემზადება “მანჩესტერ სიტისთან” მატჩისთვის შემადგენლობის დასახელებით.
“ნერაძურის” კაპიტანი ლაუტარო მარტინესი მატჩს სავარაუდოდ სათადარიგოთა სკამზე დაიწყებს. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport წერს.
არგენტინელი ფორვარდი ტრავმირებული არ არის, თუმცა ინძაგის თქმით, ფეხბურთელი არ არის საუკეთესო ფორმაში და დასვენება სჭირდება.
სიტისთან ფორვარდების დუეტი, წყაროს ცნობით, მარკუს ტურამი და მეჰდი ტარემი იქნებიან.
მანჩესტერ სიტისა და ინტერის მატჩი ოთხშაბათს გაიმართება და თბილისისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ამის შემდეგ კვირას სიმონე ინძაგის გუნდს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თამაში მოუწევს – სერია A-ში მილანთან.