ლაუტარო მარტინესი ინტერში დარჩენის გადაწყვეტილებაზე: “მოხარული ვარ, რომ დავრჩი”


ლაუტარო მარტინესი ინტერში დარჩენის გადაწყვეტილებაზე: “მოხარული ვარ, რომ დავრჩი”
თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა ამ ზაფხულს დაადასტურა, რომ არ დატოვებს გუნდს, მიუხედავად პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბის, კერძოდ, ლონდონის ტოტენჰემის ინტერესისა.
თავდამსხმელმა მომავალ სეზონზე საკუთარი აზრი გააზიარა. ფეხბურთელის სიტყვებს TMW ციტირებს.
მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთი სეზონი დავიწყეთ, ერთი ოჯახივით და გავაგრძელებთ თამაშს ერთად. მიხარია, რომ ინტერში დავრჩი. რთული სეზონი იქნება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ გავერთიანდეთ და კვლავ მოვიგოთ.
ლაუტარო მარტინესი
მარტინესმა გასულ სეზონში სერია A-ში ყველა ტურნირზე “ინტერში” 49 მატჩი ჩაატარა, 25 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მარტინესს მილანის გუნდთან მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება. პორტალი Transfermarkt თავდამსხმელის ღირებულებას 70 მილიონ ევროდ აფასებს.