ლაუტარო მარტინესი ინტერში რჩება
ლაუტარო მარტინესი ინტერში რჩება.
“ინტერის” თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი ამ ზაფხულს სხვა კლუბში არ გაიყიდება, იტყობინება ფეხბურთელის აგენტი.
ჭორები 24 წლის არგენტინელს ლონდონის ჩელსიში და მადრიდის ატლეტიკოში შესაძლო გადასვლასთან უკავშირებენ. მარტინესის ინტერესების წარმომადგენელი ალეხანდრო კამანიოს თქმით, უახლოეს მომავალში მსგავსი არაფერია მოსალოდნელი.
დღეს მისი ინტერიდან წასვლის ალბათობა ნულის ტოლფასია. ბუნებრივია, ბომბარდირმა ფეხბურთელმა ისეთ რთულ ლიგაში, როგორიც სერია A-ა, ყურადღების მიქცევა მოახდინოს, მაგრამ მას კონტრაქტიდან ოთხი წელი აქვს დარჩენილი. ის “ინტერში” ბედნიერია, ყველაფერი მოსწონს, წასვლის მიზეზი არ არის.
ალეხანდრო კამანიო
ლაუტარო მარტინესმა 2021/22 წლების სეზონში ნერაძურის შემადგენლობაში 49 მატჩში 25 გოლი გაიტანა.