Cancel Preloader

ლაუტარო მარტინესი ინტერის ისტორიაში ბომბარდირთა სიაში მერვე ადგილზე გადავიდა

 ლაუტარო მარტინესი ინტერის ისტორიაში ბომბარდირთა სიაში მერვე ადგილზე გადავიდა
Digiqole Ad

ლაუტარო მარტინესი ინტერის ისტორიაში ბომბარდირთა სიაში მერვე ადგილზე გადავიდა.

ინტერის თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი კლუბის ისტორიაში ბომბარდირთა სიაში მე-8 ადგილზე გადავიდა.

2023/24 წლების იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურის მატჩში ფიორენტინასთან (1:0) გოლი 26 წლის არგენტინელისთვის ინტერში 124-ე იყო. თავდამსხმელი უსწრებს კრისტიან ვიერის (123) და უტოლდება მაურო იკარდის (124), რომელთანაც ახლა მერვე ადგილს ინაწილებს.

ინტერის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი ჯუზეპე მეაცაა 287 გოლით.

ლაუტარო მარტინესი ინტერში 2018 წლის ივლისიდან თამაშობს. ფიორენტინასთან მატჩი მისთვის 265-ე იყო კლუბისთვის.