ლაუტარო მარტინესი “ინტერის” დატოვებას არ აპირებს

 ლაუტარო მარტინესი “ინტერის” დატოვებას არ აპირებს
Digiqole Ad

ლაუტარო მარტინესი “ინტერის” დატოვებას არ აპირებს.

ლაუტაროს აგენტმა ალეხანდრო კამანომ განაცხადა, რომ ფეხბურთელი არ აპირებს ინტერის დატოვებას, რადგან ის გუნდისა და მისი გულშემატკივრების ერთგულია.

ინტერის მოგება მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მას მიაჩნია, რომ ინტერის გულშემატკივრებმა წვლილი შეიტანეს არგენტინის ნაკრების ამ შესანიშნავ გამარჯვებაში მსოფლიო ჩემპიონატზე.

ალეხანდრო კამანო

მარტინესმა მიმდინარე სეზონში ინტერში 21 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. 25 წლის არგენტინელს კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება.