ლაუტარო მარტინესი: “იმედი მაქვს, რომ ინტერის ლეგენდა გავხდები”


ლაუტარო მარტინესი: “იმედი მაქვს, რომ ინტერის ლეგენდა გავხდები”
“ინტერის” თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა “ბაიერნის” და “პსჟ”-ს მიერ მის მიმართ ინტერესის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა.
არგენტინელმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ ახლო მომავალში მილანური კლუბის დატოვებას არ აპირებს.
ხუთი წელია აქ ვარ, “ინტერში” ბედნიერი ვარ. დიდი იმედი მაქვს, რომ კლუბის ლეგენდა გავხდები.
ლაუტარო მარტინესი
შეგახსენებთ, რომ მარტინესი ინტერში არგენტინული რასინგიდან 2018 წლის ზაფხულში 25 მილიონ ევროდ გადავიდა. 25 წლის ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი იტალიურ კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. პორტალი Transfermarkt არგენტინის ნაკრების ფეხბურთელს 75 მილიონ ევროდ აფასებს.
მარტინესმა მიმდინარე სეზონში ნერაძურის შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.